საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, როგორც განათლების, კულტურისა და ინფორმაციის სოციალური ინსტიტუტი, ემსახურება უნივერსიტეტის სამ ფაკულტეტს: სუბტროპიკული მეურნეობის, ეკონომიკის და ტურიზმის, სუბტრიპიკული კულტურების მექანიზაციისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტების პროფესორ–მასწავლებლებს, სტუდენტებს, ტექპერსონალს და ყველა დაინტერესებულ პირს. ბიბლიოთეკაში მოიპოვება როგორც ძველი გამოცემები, ასევე უახლესი პროგრამული სახელმძღვანელოები და წიგნები, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს იმუშაონ მათთვის საინტერესო მიმართულებით. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი დაკომპლექტებულია როგორც ზოგადად სასოფლო–სამეურნეო ხასიათის, აგრეთვე სპეციალური მიმართულების ლიტერატურით, როგორიცაა: სუბტროპიკული მემცენარეობა, აგროტექნოლოგია, პროდუქტთა ტექნოლოგია, აგროეკოლოგია, სასოფლო–სამეურნეო მექანიზაცია, აგროსამრეწველო დარგების ეკონომიკა, ტურიზმი, ლანდშაფტური არქიტექტურა, ინფორმატიკა და სხვა. ფონდი ყოველწლიურად მდიდრდება პროგრამული სახელმძღვანელოებით, საცნობარო ლიტერატურით (ცნობარებით, ლექსიკონებით, ენციკლობედიებით და ა.შ) და პერიოდული გამოცემებით. დღეისათვის ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდი შეადგენს 33920 ერთეულს, აქედან პროგრამული ლიტერატურა არის 23784 ერთეული. ცალკე გამოყოფილია მხტვრული ლიტერატურა ქართულ და რუსულ ენებზე. ასევე ამერიკის საელჩოს მიერ გადმოცემული ინგლისურენოვანი 353 წიგნი. ბიბლიოთეკაში არსებული ყველა წიგნი გატარებულია საინვენტარო ჟურნალში, რომლის ყველა გვერდი დანომრილია. არსებობს ჯერჯერობით სამი საინვენტარო წიგნი. ბიბლიოთეკაში არის ქართული და რუსული ლიტერატურის წიგადი ფონდის ანბანური და თემატური კატალოგი (როგორც საერთო, ისე პროგრამული სახელმძღვანელოების) შედგენილია უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებელთა ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების კართოთეკა, დისერტაციების, მონოგრაფიებისა და შრომების კართოთეკა, სამეცნიერო სტატიების დისკეტები. ბიბლიოთეკას გამოწერილი აქვს 27 დასახელების ინფორმაციული და სამეცნიერო ხასიათის ჟურნალ–გაზეთები ქართულ და რუსულ ენებზე. ბიბლიოთეკას გააჩნია სამკითხველო დარაზები და წიგნთსაცავები როგორც ძირითად კორპუსში, ისე მეორე კორპუსშიც (შერვაშიძის №53) , ასევ საინფორმაციო კუთხე, სადაც გამოყოფილია ახალი ლიტერატურა, პერიოდული გამოცემები, რაც გასაგებს ხდის სტუდენტებითვის და ლექტორ–მასწავლებლებისათვის ახალი ლიტერატურის მიღებას. ბიბლიოთეკაში არსებობს მკითხველთა ფორმულარი, აღრიცხვის ჟურნალი, სადაც ხდება გასული და შემოსული ლიტერატურის სისტემატური აღრიცხვა; პერიოდიკის კართოთეკა, ,,უარების კართოთეკა”, რომლის მიხედვით ბიბლიოთეკა ცდილობს მოიძიოს და შეისყიდოს საჭირო ლიტერატურა და აღმოფხვრას წიგნადი დეფიციტი. ბიბლიოთეკა განთავსებულია ორივე კორპუსში მესამე სართულზე და მუშაობს ყოველ დღე 9°°სთ–დან 18°°სთ–მდე კვირის გარდა, შაბათს 10°°–16°სთ–მდე. ბიბლიოთეკის საშტატო ერთეული შედგება 7 თანამშრომლისაგან ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი – ალმედა აფაქიძე ბიბლიოთეკარები: იზოლდა გახოკიძე, ამალია ფრუიძე, მარინა კობიძე, ლია ოშხერელი, ია ჩხიკვაძე, თეა ხვედაძე
           
|